მთებით გარშემორტყმულ ჭაობიან ტბაში
მე და ორი-სამი მილიონი თევზი ვცხოვრობთ.
ბიძები, რომლებმაც ზღვაზე იცოდნენ რამე, დიდი ხანია დაიხოცნენ.
კლდეები არ იძვრიან, შეეგუვნენ.
და სევდა გვიპყრობს დილას,
და სევდა გვიპყრობს შუადღეს,
სანამ მოვა სტუმარი და ერთ სიპ ქვას ისვრის წყალში.
ჩვენ, აღელვებისგან სულშეკრულები, ვფართხალებთ,
ვხტუნავთ ზევით-ქვევით, ყირაზე ვცურავთ,
და ვიწყებთ ცეკვას, გრეხილად-შეკრულად-დაბნეულად,
სპირალურად, ცილინდრულად, ოვალურად.
და სევდა გვიპყრობს საღამოს
და სევდა გვიპყრობს ღამე...
თენდება და ისევ სტუმარს ველით.
_სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა