უბრალოდ მოშორდი აქაურობას.
კითხვებს ნუ უსვამ კედლის ქვეშ მჯდომს,
ქალების ნაოჭებს ყურადღებით ნუ აკვირდები,
კაცების სახლში დაბრუნებას ნუ ელოდები,
არ დაიხარო და არ მოეფერო ახალშობილს,
არ დაგისველდეს თვალები,
ბოლოს ხელი არ დაუქნიო, გაიღიმო.
ფოტოების გარეშე, მათზე ლექსის უთქმელად
დაუბრუნდი ტურისტულ ავტობუსს,
ჩუმად მიადე შუბლი ცივ ფანჯარას,
ვითომ არ გინახავს,
ვითომ არ გაიხსენებ
და მართლაც ნუ გაიხსენებ.
ნურასდროს.
ნურასდროს ნუ გაიხსენებ.
_სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა